თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ - თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული, ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ

იცით რა არის არსებითი სხვაობა ჩვენსა და თქვენს შორის - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერი აქციის მონაწილეზე, მათ მოქალაქეებს ვუწოდებთ, თქვენ ეძახით მოსახლეობას, население -ს - ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროპული მომავლის მომხრეა და არა რუსეთის და ვისაც რეალურად ესმის ილია ჭავჭავაძის ნამდვილი შინაარსი, კვლავ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა.

„გუშინ თქვენ დაადასტურეთ ერთი რამ, რომ შეიკრიბეთ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული, ქვეყნის ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მდგარი, ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი მგზავრები. ეს იყო სრულიად ნათელი, და ციტირებდით მუდმივად ილია ჭავჭავაძეს. „ესრეთ რას არგებს კაცსა დიდება თუ მოაკლდება თავისუფლება“,- ეს არის ბარათაშვილი და ეს საკითხი, საგარეო კურსის საკითხი მან დააყენა ორი საუკუნის წინ, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ეყრდნობით, გააღვივა დასავლური კურსისა და საქართველოს აღორძინების იდეა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ საქართველოს იდეა აეღორძინებინა, რომელიც შეუძლებელია ყოფილიყო რუსეთის ხელქვეშ და მისი ფრაზები, რომლებსაც ციტირებთ, შინაარსგამოცლილია თქვენგან, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება დაუთმო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული და ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ აქ. ჩემი პატივისცემა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მხარდაჭერა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ სახის გამოჩენის ერიდებოდა, იმიტომ, რომ დავალების შესრულება არავის არ სიამოვნებს. ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს. ამიტომ, ვინც ამ პროცესში ევროპის მხარეს ხართ და არა რუსეთის, ვისაც გესმით ნამდვილი შინაარსი ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოვლენის, ისევ გამოდით და ისევ თქვით თქვენი სიტყვა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი და ევროპის ოჯახის წევრი სახელმწიფო“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში