მაია ბითაძე ოპოზიციას - თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ - თქვენ ცდილობთ, რომ ადამიანებს ტვინი გამოურეცხოთ და ნაწილობრივ ამას ალბათ, მიაღწიეთ კიდეც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დემოკრატიაზე საუბრობს, თუმცა დაკავებულია ადამიანების სტიგმატიზაციით.

„თქვენ, თანამოქალაქეებზე, (რომელთა რაოდენობა თქვენივე კვლევებით, 40%-ს აღემატება) საუბრობთ, რომ თურმე, ისინი არიან მოსყიდულები, თურმე ისინი არიან ცხვრები, არა აქვთ საკუთარი აზრი, მშობლებს შვილებს აპირისპირებთ, ნერგავთ სიძულვილს, ბავშვებს ასწავლით, რომ უზრდელობა თურმე ნორმაა, თურმე ნორმაა, რომ სტიგმატიზაცია მოახდინო. თქვენ ცდილობთ, რომ ადამიანებს ტვინი გამოურეცხოთ და ნაწილობრივ ამას, ალბათ, მიაღწიეთ კიდეც სხვადასხვა ტექნოლოგიებით, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ერს ძალიან მყარად აქვს გამჯდარი ის, რასაც თვითგადარჩენის უნარი ჰქვია. ქვეყანამ თქვენ კი არა, გაუძლო მთელი მუსლიმანური სამყაროს და რუსეთის ყველა მცდელობას, რომ ეს ქვეყანა გაენულებინა. თქვენც გაგიძლებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ოპოზიციას მიმართა და ახალგაზრდების შესახებ ისაუბრა.

„ოპოზიციას მივმართავ - თავი დაანებონ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ, შეეშვით ადამიანების დაბულინგებას, ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორეჯერ ამის უფლებას არ მოგცემთ. ერთადერთი, რასაც მე არ ვპატიობ ჩემ თავს და არ ვპატიობ მათ შორის, ჩემს გუნდს არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერებამდე უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეტანა, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის თანასწორუფლებიანი წევრი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო