ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე კი, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერით: „არა რუსულ კანონს“, მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სხდომაზე თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაჭირვების დაძლევისა და სოციალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მუქარის შემცვლელი განცხადებები გააკეთა.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მოვისმინეთ. მთავარი, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ გაჭირვებას თავი დააღწიონ, ქვეყანა რეგრესისკენ მიდის, ამაზე არ უსაუბრია.

ბიძინა ივანიშვილი რას უპირებს ათასობით გადახვეწილ ადამიანს ქვეყნიდან?

დღეს ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია“, - აცხადებს რეზო ხარაზი.

„ენა, მამული სარწმუნოება, ყველამ დავიმახსოვროთ”, ევროპაში კი ღირსეულად შევალთ”, -ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ კოლეგებს.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს სხვა წევრები კი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 20 საკითხს განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა