ირმა ზავრადაშვილი ოპონენტებს - შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია - უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ

შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „სამშობლო არ უყვარდეთ“.

ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კოგნიტიური აშლილობა ერთმანეთის იდენტურია ხოლმე და ძალიან მომწონს. შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ. იცით როგორ წამლავთ? - მაქსიმალურად გინდათ, რომ სამშობლო არ უყვარდეთ. აი, ესენი ხართ თქვენ. არც მეტი და არც ნაკლები. უცხოური ძალა, ფული, ინტერესი და გავლენა კანონთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის ფაქტი, უცხოურია და მორჩა. რაც შეეხება კანონს, ქართულია და კანონს არ შეიძლება, რომ სამშობლო ჰყავდეს.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ბატონო ანრი [ოხანაშვილი], ჯანდაცვის სამინისტრო 400-მდე აიპით, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურ ჯგუფებს, ჯანდაცვის სამინისტროდან წლიურად იღებს 463 მილიონს. დაახლოებით 2 მილიონამდე თანხას იგივე ორგანიზაციები იღებენ დონორებისგან. აი, ეს 400 აიპი, რომელიც პარალელურად სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას და დონორისგანაც დაფინანსებას იღებს... იყო თუ არა კომუნიკაცია მათთან და აქვთ თუ არა გათვითცნობიერებული, რომ ეს დიდი თანაფარდობა იმის საფუძველია, რომ ამდენი აპელირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვა სოციალური ჯგუფების დაფინანსების ნაწილში არანაირი საფრთხის წინაშე არ დგანან, ეს ადამიანები?“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის