ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - რატომ ეფარებით ასე გამალებით „შავ ფულს“, რატომ გაშინებთ გამჭვირვალობა? - გაეცით პასუხი იმ 200 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გამოსული იყო

რატომ ეფარებით ასე გამალებით „შავ ფულს“? რატომ გაშინებთ გამჭვირვალობა? - აქ არ დასმულა შეკითხვა პასუხის მოსასმენად, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ოპოზიციაში წინასწარ არის კითხვები გადანაწილებული და ეს შეკითხვები არ დასმულა პასუხების მისაღებად.

„მე ვსვამ საკითხს - რატომ ეფარებით ასე გამალებით „შავ ფულს“? რატომ გინდათ, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც რეალურად არის შავი ფული და რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში? რატომ? რა გაშინებთ? რაშია საქმე? განა რაშია ეს ფული წასული? რატომ გეშინიათ და რატომ არ გინდათ, რომ იყოს გამჭვირვალე? ამას უპასუხეთ ჯერ საზოგადოებას. გაეცით პასუხი იმ 200 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გამოსული იყო. გაეცით ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას პასუხი, რატომ გაშინებთ გამჭვირვალობა? აქ შეკითხვები არ დასმულა პასუხების მოსასმენად. ამიტომ ნუ გიჭირთ თქმა, გაბედეთ და თქვით რაში დაიხარჯა „სირცხვილიას“ ფული? გახსენით ვებ-გვერდები, ამობეჭდეთ სად არის ფული, რომელიც დახარჯა „თბილისი პრაიდმა“, „მართლმსაჯულების სახლმა“ და ა.შ. ამ "შავ ფულს" გადაფარებული ხართ "ნაციონალური მოძრაობა" კოლექტიურად გარდა იმ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის ა, ვინც გულწრფელად სვამს კითხვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება