ანრი ოხანაშვილი ხატია დეკანოიძეს - ქალმა, რომელმაც დათმო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო, მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ - ჟურნალისტებს ვთხოვ გადაიღონ, როგორია "ღალატის სახე"

ქალმა, რომელმაც დათმო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო, მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ წევრს, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, რასაც ხმაური მოჰყვა.

ოხანაშვილმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, "როგორ გამოიყურება ღალატის სახე".

„კარგია, თქვენი სახე უნდა ნახოს ხალხმა ბოლომდე, ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ სახეები გადაიღეთ, ამათი სახეები, ღალატის სახეები როგორია, გადაიღეთ.

ეს არის ხალხი, რომელიც სამშობლოზე საუბრობს. მე ჟურნალისტებს ვთხოვ, ღალატის სახეები როგორია დააფიქსირეთ, რომ ნახოს საზოგადოებამ. როდესაც ვეუბნებით ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა რას ნიშნავს, რეზოლუციის მოღალატეობრივი ხელმოწერა რას ნიშნავს, რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს, ორდენის მიღება რას ნიშნავს -ღალატის სახე როგორია დააფიქსირეთ კამერებმა, გთხოვთ- სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე რუსეთის მხარდაჭერა, რომ გაერთიანებულიყო ამ ორგანიზაციაში, ეს არის ღალატის სახე და ძალიან კარგად ვხედავ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება