ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? -  მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ

2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და საზოგადოება მათ არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გაასამართლებს.

„ახლა ვინც გველაპარაკება, 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ეს დარბევიდან მეორე დღეს მოხდა. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? სიმართლე ხომ მწარეა. უნდა ვიცოდეთ, ვინ საუბრობს დემოკრატიაზე, ღალატსა და რუსეთუმეობაზე.

მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ, მაგრამ არჩევნების შემდგომ თქვენთვის ადგილი გამოყოფილი იქნება და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგასამართლებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება