ანა ბუჩუკური ანრი ოხანაშვილს - ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით დაპირისპირებას

ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით საზოგადოების დაპირისპირებას, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეცდომაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა.

„შეცდომით არის მითითებული, რომ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა, ჩვენს გუნდს ჰქონდა ალტერნატიული კანონი წარდგენილი, „გრანტების შესახებ კანონში“ და „ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონში“, სადაც თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია სჭირდება სახელმწიფოს, შეგვეძლო ტექნიკურად გაგვემართა და დამატებითი ინფორმაციაზე წარმოდგენა. საკმარისზე მეტი გაქვთ ისედაც, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ არის შეგვეძლო ასე მოგვეთხოვა, მაგრამ ამაზე ბატონო ანრი თქვენც და თქვენმა პარტიამ უარი განაცხადეთ“, - დასძინა ანა ბუჩუკურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება