14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

"დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა თავის მანტიას შეურაცხოფა მიაყენა, სასამართლო ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ პროკურატურა გადაარჩინა, უმტკიცებულებოდ დარჩენილი პროკურატურის დაკვეთა შეასრულა და უდანაშაულო ეგანა მაგარამოვა ორივე ბრალდებაშო ცნო დამნაშავედ. განმარტებისასაც კი, ვერც ერთი მოწმე ვერ დაასახელა, თუ ვინ იყო ის მოწმე, ვის ჩვენებასაც ის დაეყრდნო. სწორედ ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი ასეთი უსამართლო სასამართლოს პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტი გვრჩება. პრეზიდენტი, რომელიც გახმურებულ საქმეებს, მტკიცებულებებს აკვირდება ხოლმე, იმედი გვაქვს, ამ შემთხვევაშიც ამ საქმეს დააკვირდება, გაეცნობა. საქართველოს სასამართლოს პირობებში იმედი არ გვაქვს, რომ მეორე ინსტანცია ამ უკანონო გადაწყვეტილებას შეცვლის, ამიტომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმედი გვაქვს",- განაცხადა ბადიროვმა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება