ელენე ხოშტარია - ჩვენ არამხოლოდ კანონს, არამედ რუსულ მთავრობას ვებრძვით

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან. პარლამენტში პარალელურად მიმდინარეობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სწორედ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ, სკანდირებენ „არა რუსულს”.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაში ხელი შეუშალონ.

„ივანიშვილი დაუპირისპირდა დასავლეთს და გამოაცხადა, რომ არის რუსი. შესაბამისად, კიდევ უფრო მაღლა აიწია ამ ყველაფრის ფასმა. ჩვენ არამხოლოდ კანონს, არამედ რუსულ მთავრობას ვებრძვით. როგორც ვთქვით, მეორე მოსმენა იქნება პროტესტის ფონზე და ეს დღეები იქნება სრული მობილიზაცია, რათა ხელი შევუშალოთ მეორე მოსმენით მიღებაში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გარდა პარლამენტის უკანა შესასვლელისა, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე.

საკანონმდებლო ორგანოს მთლიან პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება