ირაკლი ფავლენიშვილი - თავისუფალ მოქალაქეებს, ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უკან დასახევი არ დაგვიტოვეს - ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე

თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა რუსთაველზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ქართველი ხალხი ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

“გუშინ ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება არა სამართლებრივ კორექტირებებს ჩვენს ქვეყანაში, არამედ კონსტიტუციურ გადატრიალებას, ემსახურება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებას და ყველაფერი დასავლურის აკრძალვას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც, თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. პროტესტი ყოველთვის არის მშვიდობიანი და კანონიერი.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - „არა რუსულ კანონს და კი ევროპას“. იმისათვის, რომ ევროპას ვუთხრათ კი, ეს კანონი უნდა გავაწევინოთ” ,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს