აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისამართით, რომლებიც პარლამენტის შენობას ტოვებენ, სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფება. ისინი გამაგრდნენ პარლამენტის შენობის ჭიშკართან საიდანაც დეპუტატები გამოდიან.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან გამოსული „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით სკანდირებენ “რუსებო”, “მონებო”.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

ასევე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა პარლამენტის გვერდითა შესავლელ კარებს ბოქლომი დაადეს. მათ შესაბამისი ზომის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარლამენტში პლენარული სხდომა დასრულდა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ.

აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ და უკანა შესასვლელთანაც. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა