სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დააბრუნოს ქვეყანა რუსეთში და ცხადია, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 90% ამბობს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია, ეს ტალღა არ შეჩერდება - ჩვენ არ გვეშინია რუსეთის

დღეს ბიძინა ივანიშვილი არის გასული ამ ქვეყნისთვის დადგენილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, იმიტომ, რომ ის ცდილობს, ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა რუსეთში და ცხადია, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 90% ამბობს, რომ მათი მომავალი არის ევროკავშირში, ეს ტალღა არ შეჩერდება , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის ერთადერთი ღირებულება არის ფული და თანაც ჰგონია, რომ ყველას ეშინია რუსეთის.

„ივანიშვილს ძალიან ტყუილად ჰგონია, რომ ვინმე დაიღლება, რომ ან ჩვენ დავიღლებით, ან ეს ხალხი დაიღლება. არავინ არ დაიღლება, სანამ არ მოვიპოვებთ იმას, რაც არის ჩვენი უფლება - გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვქონდეს ევროპული მომავალი. რაც მეტჯერ იძალადებს საკუთარ ხალხზე ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო გაძლიერდება ეს წინააღმდეგობის ტალღა. ეს არის შეუქცევადი ტალღა და ეს დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე.

დღეს, სამწუხაროდ, ძალადობას აქვს ადგილი როგორც პარლამენტის გარეთ, ასევე პარლამენტის შიგნით, იმიტომ, რომ მარტო ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება ქართველ ხალხს წაართვა მისი ევროპული არჩევანი. მე მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს, რომელიც მოდის ყოველ დღე სამშობლოს დასაცავად და ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ეს, იმიტომ, რომ მისთვის ერთადერთი ღირებულება არის ფული და მას ჰგონია, რომ რუსეთის ეშინია ყველას - ჩვენ არ გვეშინია არც რუსეთის, არც ფული არ არის ჩვენი ღირებულება, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ, გუშინ რომ ხალხი იდგა აქციაზე და დღეს რომ ხალხი დგას მათაც“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია