ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში სახალხო დამცველი მივიდა

ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს - პოლიციის მხრიდან სპეციალური საჭიროების გამოყენება საჭირო არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.

როგორც იოსელიანმა ლევან ხაბეიშვილის მონახულებამდე აღნიშნა, თავად აქციაზე იმიტომ არ იმყოფება, რომ მანდატს ასრულებს და მისი საქმე იზოლატორებისა და დაკავებული ადამიანების მონახულებაა.

„ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს. მაშინ როდესაც სამართალდამცველებმა სპეციალური საჭიროების გამოყენება დაიწყეს, ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო, რადგან აქცია იყო მშვიდობიანი. რაც შეეხება ჩემს აქციაზე ყოფნას, მე ვასრულებ სახელმწიფო მანდატს - დავდივარ იზოლატორებში, დაკავებულ ადამიანებს ვნახულობ - ეს არის ჩემი საქმე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას ჯერ სამართალდამცავებმა გაარიდეს, ხოლო შემდგომ სცემეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხაბეიშვილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს