ლევან იოსელიანი - აქციაზე დაკავებულთა რაოდენობაზე ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ - როგორც ვიცით, ერთი ადამიანია ავჭალაში და 3 დიღომში

როდესაც პოლიციამ დაიწყო ძალის გამოყენება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. შესაბამისად, ეს პროპორცია არ იქნა დაცული - როდესაც არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უწყება კანონის ფარგლებს სცდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, მხოლოდ იმ შემიხვევა გამოიყენოს ძალა თუ ამის აუცილებლობა არის , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქციაზე დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას არ ფლობს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ წუთში, ერთი ადამიანია ავჭალაში და სამი დიღომში.

"მთავარი არის ერთ რამ, რომ არ შეიძლება ძალადობით იმოქმედოს პოლიციამ იმ პირობებში, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. ძალა უნდა გამოიყენონ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს. ჩვენ რასაც ვაკვირდებოდით, როდესაც პოლიციამ დაიწყო ძალის გამოყენება, მაშინ აუცილებლობა ამის არ არსებობდა. შესაბამისად ეს პროპორცია არ იქნა დაცული.

რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს ვაგრძელებთ. მთელი აპარატი ამით არის ახლა დაკავებული. ყველა დაკავებულის მონახულებას ვაგრძელებთ, რომელიც ამ წუთებში არიან როგორც ავჭალაში, ისე დიღმის იზოლატორში. დაკავებულთა ზუსტ რაოდენობაზე ზუსტ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ. ამ წუთში როგორც ვიცით, ერთი ადამიანია ავჭალაში და სამი დიღომში. მაგრამ არიან კიდევ სხვები, რომლებიც პროცედურებს გადიან და მათი შესახლებაც განხორციელდება. სამწუხაროდ, პროცედურებს ხანგრძლივი დრო მიაქვს, ამიტომ ინფორმაცია რაც დილისთვის გვექნება, გაგიზიარებთ.

ჩვენ გვითხრეს, რომ აქ კიდევე ერთი ადამიანი იყო, რომელსაც მცირედი დაზიანება აღენიშნებოდა და რომელიც ჩვენ აღარ დაგვხვდა. ამის შესახებაც მოვიძიებთ ინფორმაციას.

როდესაც არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უწყება კანონის ფარგლებს სცდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შსს-ს მხოლოდ იმ შემიხვევა გამოიყენოს ძალა, თუ ამის აუცილებლობა არის. გარდა ამისა, თუ არის აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონდარღვევა, მის მიმართ გატარდეს ინდივიდუალური ღონისძიება და ამას არ ჰქონდეს მთლიანად აქციის მიმართ ღონისძიების გატარების საფუძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უწყებასთან მე არ მქონია კომუნიკაცია, ჩემს მოადგილეს ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციას შსს-სგან ვიღებთ დაკავებულთა პირების შესახებ, მათ ადგილსამყოფლის შესახებ და მერე ვუზიარებთ მედიას. ეს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არსებობს",- განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში