სამხრეთ ჩინეთში გზის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ჩინეთში გზის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნში ავტომაგისტრალის ნაწილი ჩაინგრა.

„ბოლო მონაცემებით, 18 ავტომობილი ჩავარდა და ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს