კახა კალაძე - არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ! - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე

არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი საშუალება და შესაძლებლობა რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, აქვთ იმისი სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს.

„ყველამ მინდა კარგად გაიაზროს და გაიგოს, არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, აქვთ იმისი სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს. იმასაც ვიტყვი, რომ მათ პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ. სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც ყველაფერს გააკეთებს, ყველა მათ დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ. თუნდაც ქვეყანას ჩაითრევს ომში, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ. ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო და რაზეც ვსაუბრობდით დღესაც დღის წესრიგშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო და არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარებულია და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა რევოლუციებით და გადატრიალებით. არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი საშუალება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში