ენტონი ბლინკენი - ჩვენი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა, რაც „ჰამასის“ გამო ვერ ხერხდება

ჩვენი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა, რაც „ჰამასის“ გამო ვერ ხერხდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამ ძალიან რთულ დროსაც კი, ჩვენი მიზანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც მძევლების სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს - და ამას ახლა მივაღწიოთ. ერთადერთ მიზეზს, რის გამოც ამის მიღწევა ვერ ხერხდება, „ჰამასი“ წარმოადგენს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩასვლამდე იორდანიასა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახლმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება