ვიოლა ფონ კრამონი ევროკომისიის გენერალურ დირექტორს - გთხოვთ, ამ მესიჯების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ - უთხარით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხალხის ცემა შეწყვიტოს!

გთხოვთ, ამ მესიჯების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.

„გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხალხის ცემა შეწყვიტოს! მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და სისასტიკე აღარ უნდა განხორციელდეს. უთხარით, რომ რუსული კანონი გაიწვიონ, ლამაზი პროექტები და ქართველ ოფიციალურ პირებთან სურათები საკმარისია. სურათები აბსურდულია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამ მომენტში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება“, - მოუწოდა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვევა.

ასევე, ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისიასა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას მოუწოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

„გთხოვთ, ამ მესიჯების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ. ევროკავშირს აქვს იმის ინტერესი, რომ საქართველოში დემოკრატიულ პარტნიორებს მხარი დაუჭიროს და ისინი გადაარჩინოს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება