შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ პირველ ხაზში, იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!

თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აქციაზე ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია.

მან ოპოზიციას მოუწოდა, თუ ევროპა სურთ, კანონს დაემორჩილონ, რადგან პაპუაშვილის თქმით, ევროპა არის სწორედ კანონმორჩილება.

„ყველამ ვნახეთ კადრები, რაც მოხდა. იქნება გამოძიება, ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ კადრებიც ვნახეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როდესაც აქცია იყო თქვენი პოლიტიკოსების მხრიდან, გადაიზარდა ძალადობაში, ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ გსურთ რაიმეს გაპროტესტება, გააპროტესტეთ, პიკეტირება, პოლიციაზე ძალადობა, პოლიციის შეურაცხყოფა, ქვების სროლა, რაც გუშინ ვიხილეთ და ეს დღეები ვხედავთ, ზუსტად თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ მერე პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. ამიტომ, ევროპა თუ გინდათ, ევროპა არის კანონმორჩილება. დაემორჩილეთ კანონს“,- მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება