სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია

შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას პლენარული სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა.“

შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია. ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა. ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ გუშინ პუტინის მთავარი იდეოლოგი, დუგინი მიესალმა საქართველოს ხელისუფლებას, თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის კედლებს ახლა ასკდებიან უცხოელი აგენტები და, რა თქმა უნდა, მთავრობამ ახლა მათ არაფერი არ უნდა დაუთმოს. ამის პარალელურად ჩვენ ევროკავშირის მკაფიო პოზიცია მოვისმინეთ, - მიიღება ეს კანონი და შეწყდება საქართველოსთან ყოველგვარ ევროპულ მომავალზე საუბარი და გაუქმდება უვიზო მიმოსვლა, სავარაუდოდ. ჩემი ინფორმაციით, ბრიუსელში ამაზე უკვე სერიოზული საუბარ მიდის, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველას ელოდებიან თბილისში აქციაზე და რადგან ბევრი ადამიანი მოდის რეგიონებიდანაც, შეუძლია რამდენიმე მათგანი დააბინაოს კიდეც.

"მინდა ხალხს მივმართო, რადგან აქ უმცირესობაში ვართ, გამოგვაგდეს სხდომიდან, ვხედავთ, რომ დღეს ძალადობით დაიწყეს - მე თავში რაღაც მესროლეს უკნიდან. ამ ხალხს მხოლოდ ხალხის წინააღმდეგობის ენა ესმის. ამიტომ, დღეს ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მოდის რეგიონებიდანაც, შემიძლია დავაბინაო რამდენიმე. ყველას ველოდებით თბილისში აქციაზე“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო