ანა ნაცვლიშვილი - ადამიანები, რომლებიც პოლიციის მხრიდან ჩადენილი სიმხეცის მსხვერპლებს დახმარებას უწევდნენ უცხო ძალის ინტერესის გამტარებელთა რეესტრში შევლენ, ხოლო უკანონო ბრძანებების გამცემლები - არა?!

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ ამ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები [რეესტრში არ შევლენ?], - ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილის კითხვის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.

„ეს მეოთხე მუხლი უცხოური ძალის გამტარებლებად რეგისტრაციას ეხება. მე მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ წუთებში, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ ამ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები [რეესტრში არ შევლენ?]...“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს განუმარტა, თუ რატომ გაუთიშა მიკროფონი. მისი თქმით, ნაცვლიშვილი "სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ იჩენდა უპატივცემულობას პოლიციის მიმართ, როგორც ამას გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ, როცა ადამიანებს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდებდნენ".

„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. როდესაც პარლამენტის წევრი უპატივცემულობას უპირველეს ყოვლისა პოლიციის მიმართ იჩენთ, ეს იქნება განცხადებით, რასაც თქვენ აკეთებთ ან ქმედებით, რასაც გუშინ ადგილი პოლიციებთან მიმართებით ჰქონდა, ასევე, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ლიდერების, თქვენი მხრიდან არ ვიცი ან თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების მხრიდან, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობისკენ ადამიანებს მოუწოდებდით. კიდევ ერთხელ და ახლა ზეპირადაც აკეთებთ ამას. პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ თქვენს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები