ცოტნე ანანიძე ოპოზიციას - როცა ყველაზე დიდ შეკრებას „რუსულ მარშს“ ეძახი, ეს არის ქვეყნისთვის ანტიევროპული  საქმე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის იმიჯს, როდესაც ყველაზე დიდ შეკრებას "რუსული მარშს" უწოდებს.

ცოტნე ანანიძის თქმით, სინამდვილეში ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია - ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.

„ოპოზიცია აგრძელებს თავის ჩვეულ მავნებლურ პოლიტიკას - რუსული იარლიყების მიკერებას, ამჯერად ყველაზე დიდ შეკრებას უწოდა "რუსული მარში", რომ მიზანმიმართულად დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, თითქოს ეს ხალხმრავალი შეკრება იყო "რუსული" და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ევროპა. ეს არის სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკა და ქმედება! სინამდვილეში კი, ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია - ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.“ - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია