არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანის ხვდებიან

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ქვეყანაში ასეთ მოვლენებს ემთხვევა - ჩვენი მთავარი სასაუბრო უნდა ყოფილიყო 9 ნაბიჯის შესრულება, მაგრამ ბუნებრივია, დღეს ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და განსაკუთრებული აქცენტი, ცხადია, გუშინ ღამით მიმდინარე პროცესებზე იქნება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა იქნება: „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი და ასევე, „კომპეტენციის ფარგლებში, როგორ შეუძლიათ ევროპელ მეგობრებს მათი დახმარება ამ საკითხით ირგვლივ“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ასეთ მოვლენებს ემთხვევა ქვეყანაში. ჩვენი მთავარი სასაუბრო უნდა ყოფილიყო 9 ნაბიჯის შესრულება, მაგრამ ბუნებრივია, დღეს ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და განსაკუთრებული აქცენტი, ცხადია, გუშინ ღამით მიმდინარე პროცესებზე იქნება, როგორ იქნა დარბეული მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ადამიანები დაკავებულები არიან, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ეს იქნება, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს რუსული კანონი მიღებული არ იქნას და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა რაში შეუძლიათ კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენს გვერდით დადგნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, იმიტომ, რომ ეს არის ახალა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყანაში, რაც მიმდინარეობს.

თუ „ქართულ ოცნებას“ სურს საქართველოს მომავალი ევროკავშირში, ისინი ამ კანონპროექტს უკან გაიწვევენ. თუ ისინი არ გაიწვევენ ამ კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი არ სურთ, და უნდათ, რომ ქვეყანა რუსული განვითარებით წავიდეს. ფაქტობრივად, ჩვენ მსგავსი განცხადება მოვისმინეთ კიდეც ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუმცა ეს კონკრეტული ნაბიჯი დადასტურებული იქნება, რომ მათ ევროინტეგრაცია არ სურთ, იმიტომ, რომ ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, რომ ასეთი კანონპროექტით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება