ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას -  ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? - გამარჯვების შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ სპეკულირებთ

გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ პოტენციური ცვლილებები განიხილება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„არავითარი პოტენციური კანონმდებლობა, პოტენციური ცვლილებები არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე. ანუ, ახლა არ არის მძიმე, მერე დაამძიმებთო. მერე აპირებთ რაღაცის შემოცურებასო. აქ გაიშიფრეთ მარტივად, რომ ეს მართლაც არ არის მძიმე რეგულაციები, რომელიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად რისკს ვხედავთ, რომ ჰიპოთეტურად, თეორიულად, ოდესღაც, თურმე, შეიძლება, ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილებაო. ეს არის ტყუილი. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ თავი დაანებეთ ასეთ ტყუილებს და სპეკულაციებს. თან ხომ მოდიხართ გამარჯვებით კაცო ამ არჩევნებზე? ხომ იმარჯვებთ? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? რა თქმა უნდა, გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება