კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოსამართლეებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სემინარზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების (კარტელების) გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკა - ადგილობრივი და ევროპული ტენდენციები.

„მრგვალი მაგიდა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ; დიმიტრი გვრიტიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ და იუსტინა პაულაუსკაიტემ, TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ადგილობირივმა და საერთაშორისო ექსპერტმა. მათ შორის, უზენაესი, სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ჰანს ლუდვიგ მეიერმა, ავსტრიის კარტელების ფედერალურმა პროკურორმა და ელონას შატასმა, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს უფროსმა მრჩეველმა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ქართველ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს მტკიცების სტანდარტზე და შესყიდვის ან გაყიდვის ფასის დადგენაზე (ფასის ფიქსირება). ასევე, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, რომელმაც კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებთან დაკავშირებით, სააგენტოს უახლესი პრაქტიკა და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ დეტალურად ისაუბრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე