შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომა გიორგი ბოტკოველსაც დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერს დაატოვებინა. შალვა პაპუაშვილმა ამჯერად დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი გააძევა.

შალვა პაპუაშვილმა ბოტკოველის გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სახებ“ კანონპროექტის შინაარსი გააკრიტიკა.

„მეექვსე მუხლი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია, ეს მუხლი იმთავითვე აბსურდულია, მისი შინაარსი თავიდან ბოლომდე ფარსია. ემსახურება ერთ რამეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამყარება იმ „რუსული კანონის“, რომელსაც იღებთ. ამით თქვენ ფაქტობრივად ადასტურებთ, რომ საგადასახადო სამსახურები, იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკი არ ასრულებდა და არასრულებს იმ უფლებამოსილებებს, რომელიც მას გააჩნია“,-განაცხადა ბოტკოველმა.

მას საუბარი შალვა პაპუაშვილმა გააწყვეტინა, რასაც ის არ დაემორჩილა და საუბარი განაგრძო. აღნიშნულის შემდეგ, პაპუაშვილმა ბოტკოველს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს