გიორგი გახარია - პოლიციელებს მივმართავ, არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - მიიღებს თუ არა ამ კანონს ივანიშვილი, ის უკვე დამარცხებულია - 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას გავაფორმებთ

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.

„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც „ბასიანის“ მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი. ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება - ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში.

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს. მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა - პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან. მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.

ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, ის უკვე დამარცხებულია. 26 ოქტომბერს კი ერთად გავაფორმებთ საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა გახარიამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის