ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორს ის მდგომარეობა გააცნეს, რაც დღეს საქართველოშია

დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ვითარება - ჩვენ ჩვენი მხრივ ის მდგომარეობა გავაცანით, რაც დღეს არის საქართველოში - ამის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ვითარება. ეს ყველას ესმის, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ ჩვენი მხრივ ის მდგომარეობა გავაცანით, რაც დღეს არის საქართველოში და ამის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები. ძალიან მნიშვნელოვანი „მესიჯი“, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არის ის, რომ ევროკავშირის წევრობა და საქართველოს ხალხის, მოსახლეობის გვერდში დგომა არის მნიშვნელოვანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება