გიორგი ვაშაძე - რაც ჩაიდინეს, ამით სრულიად ახადეს ფარდა, რომ პოლიცია სადამსჯელო ინსტიტუციადაა ქცეული, თქვენი მხუთავი აირი კი საზოგადოებას ვერ გააჩერებს

რაც ჩაიდინეს, ამით სრულიად ახადეს ფარდა, რომ პოლიცია სადამსჯელო ინსტიტუციადაა ქცეული, თქვენი მხუთავი აირი კი საზოგადოებას ვერ გააჩერებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, 30 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ბრძოლა გრძელდება, გამარჯვება ძალიან ახლოსაა, დარწმუნებული ვარ.

ლევან ხაბეიშვილის მიმართ რაც ჩაიდინეს, ამით სრულიად ახადეს ფარდა, რომ პოლიცია სადამსჯელო ინსტიტუციადაა ქცეული, პასუხისმგებლობა გომელაურს და პირადად ივანიშვილს ეკისრება. ჩვენი ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და დღეს 17:00 საათზე გელოდებით ყველად ლაღად და ერთიანად. წინ დავუდგეთ ამ რუსულ რეჟიმს და საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს. კი ევროკავშირს, კი განვითარებასა და წინსვლას"- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე, ასევე მმართველი პარტიის წევრის დიმიტრი სამხარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მაღაზიებში აირწინაღების გაყიდვასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი შეფასებით, ეს გაბანკროტებული ხალხის განცხადებაა.

"საცოდავები არიან, არც პირბადე მკეთებია და არც აირწინაღი. თქვენი მხუთავი აირი, კი საზოგადოებას ვერ გააჩერებს, ეს არის გაბანკროტებული ადამიანების განცხადება და ეს ხალხს ვერ შეაშინებს, რაც მთავარია ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს და ახლა ხალხის გამარჯვების დრო დადგა", - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება