„ევროპის სახალხო პარტია“ - დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს.

„ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი დაგმო.

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობით, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებენ. ასევე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიასა და ევროპას იმსახურებს!“- ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს