შალვა პაპუაშვილი - სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს - აქტორები, განცხადებები, შეტევები, სტილი ყველაფერი ერთი და იგივეა

სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცდილობენ, რომ გარკვეული ჯგუფები „ლამის შეურაცხადობამდე მიიყვანონ და ფატალური სურათები დადგან“.

„სინამდვილეში აქ არც ტერმინებშია პრობლემა, არც რეესტრშია პრობლემა, არც ვადებში, არც ჯარიმებში, არაფერში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ უნდათ, რომ იყოს გამჭვირვალე და ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს რაში მიდის ფული. ეს ხომ ხელის გულზე დევს, თორემ ვინ უშლიდათ აქამდე თუნდაც თავისი ინიციატივით რომ გაესაჯაროებინათ. გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ხალხო, თუ ჩვენშია პრობლემა და ამის გამო გიწევთ კანონის მიღება, რა პრობლემაა, აგერაა ჩვენი ვებგვერდი და დავდებთ თვითონ. მაგრამ არა, გარკვეული ჯგუფები უნდა მიიყვანონ ლამის შეურაცხადობამდე და ფატალური სურათები დადგან. თითქოს ერთ-ორ „ენჯეოზე“ იყოს ჩამოკიდებული სამყაროს ბედ-იღბალი. ხომ ხვდებით, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს. აქტორები, განცხადებები, შეტევები, სტილი ყველაფერი ერთი და იგივეა. აიღეთ ეს და ნებისმიერი სხვა საკითხი, რაზეც იყო ხოლმე შეტევა და ნახავთ, რომ ერთი და იგივე ქსელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს