ლევან იოსელიანი - ჩემი საქმე არის იზოლატორებში მივიდე, დაკავებულები მოვინახულო - იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად შეფასდეს, ამისთვის ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ

ჩემი საქმე არის იზოლატორებში მივიდე, დაკავებულები მოვინახულო - იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად შეფასდეს, ამისთვის ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ფიზიკურად, ადგილზე რატომ არ აკვირდება”.

მისივე განმარტებით, აპარატის თანამშრომლებმა მხოლოდ ადგილზე სიტუაცია რომ ამონიტორინგონ, სრულ სურათს ვერ ასახავენ, ამიტომ ისინი დაკვირვებისთვის მედიასაშუალებებს და სოციალურ ქსელებს იყენებენ, რათა ანგარიშში ყოველივე ასახონ.

“მონიტორინგს ვახორციელებთ ყველაზე ეფექტური გზით, რაც გულისხმობს, როგორც ადგილზე ყოფნას ჩვენი თანამშრომლების, ასევე ტელევიზიით და სოციალური ქსელით {დაკვირვებას}. რაც ხდება {აქციაზე} სრულყოფილად ვიღებთ ინფორმაციას, იმიტომ, რომ არსებობს სპეციალური სტანდარტი - სახალხო დამცველის აპარატის დაკვირვების აქციებზე. ამ სტანდარტის მიხედვით, უნდა გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია აქციის შესახებ შევქმნათ. აქციაზე, სადაც რამდენიმე ადგილას არის ხშირად შეხლა-შემოხლა, ერთ ან ორ ადგილას ყოფნა, სრულ სურათს არ იძლევა. სრულ სურათს იძლევა, იმ საინფორმაციო საშუალებებზე დაკვირვება, სადაც ეს ყველაფერი გადაიცემა. იმიტომ არის, რომ ჩვენ ანგარიშში წუთების და წამების მიხედვით ასახულია ყველა ქმედება. იქ, რომ ვიდგეთ ამას ვერ გავაკეთებთ”, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, ომბუდსმენი პარლამენტში, ონლაინგამოცემების “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს არ დაშვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “აღნიშნული საქმის სამართლებრივ შესწავლას, დასაბუთებას და შემდგომ ანგარიშში ასახვას გარკვეული დრო სჭირდება”.

“განხილვას დავასრულებთ იმ ვადებში, რა ვადებიც არის დადგენილი. რა ვადებშიც მუშაობს აპარატი. თქვენ ფიქრობთ, რომ ერთ ან ორ განცხადებას ვსწავლობთ, ათასობით განცხადებას ვსწავლობთ.

თქვენს მომართვაზე ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, განცხადება მიუთითებდა მოწოდებას პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, რომ დაეშვათ თქვენ და სხვა მედიასაშუალებებიც განხილვაზე. რაც შეეხება თვითონ ამ საქმის სამართლებრივ შესწავლას, ამის დასაბუთებას და შემდგომ ანგარიშში ასახვას, ამას სჭირდება გარკვეული დრო. მე არ ვსწავლობ, ამას აპარატი სწავლობს. სწრაფი რეაგირება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია თქვენს მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის, თუ ქმედებასთან დაკავშირებით გამოვხატეთ. ეს საჯაროდ გამოვხატეთ”, - აღნიშნა იოსელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია