ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირის გაფართოების დირექტორი თავად ესწრება მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება, თავად  მიიღებს პირველი წყაროდან ინფორმაციას "ქართული ოცნების" მორიგი საბოტაჟის შესახებ

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ თუ ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი აღარ იქნება.

ამის შესახებ მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ხერტ იან კოოპმანი საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

"ძალიან მნიშვნელოვან დროს არის ჩამოსული ევროკავშირის გაფართოების დირექტორი, თავად ესწრება ამ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თვითონ მიიღებს პირველი წყაროდან ინფორმაციას "ქართული ოცნების" მორიგი საბოტაჟის შესახებ. ცხადია, ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. აუცილებელია ჩვენს თანამოქალაქეებს სიმართლე ვუთხრათ - ამ კანონპროექტის მიღების შემდგომ გამოირიცხება ყოველგვარი მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ სიმართლე უნდა იცოდეს. "ქართული ოცნების" პროპაგანდამ ვეღარ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეები, თითქოს ამ კანონის შემდეგ რჩება რაიმე შანსი, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. არანაირი შანსი არ იქნება გაწევრიანებაზე საუბრის დაწყების, ეს ყველამ უნდა იცოდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს