ხატია დეკანოიძე - პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება - არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები

არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ, ერტ იან კოზმანთან საპარლამენტო პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძემ საუბრის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში ხდება.

"ჩვენს პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება. რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. პირველი საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გეოპოლიტიკურ არჩევანს არ ემთხვევა. ნებისმიერი სხვა პუნქტის შესრულებაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკვეთრი შემობრუნება რუსეთისკენ. ამიტომ, ეს არის ის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც არის რუსეთის სასარგებლოდ. მეორე პუნქტი ეხება იმ ძალადობას, რომელიც გუშინ მოხდა, ადამიანების დაკავებები და დაშავებები. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ასევე ლევან ხაბეიშვილზე, მათ ჰქონდათ ძალიან ზუსტი ინფორმაცია და ასევე, ეს შეეხებოდა შედეგებს, რომელიც დადგება "ქართული ოცნებისთვის" იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს უგულებელყოფენ. ნებისმიერ ამ ფაქტორზე საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინფორმაციო. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ის კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთი რამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები",-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საპარლამენტო პარტიებს შეხვდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია