ჰერმან საბო - ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა, რომ კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან - ვიმედოვნებთ, ვიზიტი პროდუქტიული იქნება და შედეგებს ვნახავთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ხერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს შეხვდა.

ჰერმან საბოს განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვითარების მოგვარება სურთ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

"უფრო მეტი კონკრეტიკა და სხვა განცხადებები ალბათ, მათგან უნდა მოვისმინოთ, მას შემდეგ, რაც ყველა მხარე შეხვდება, შეაჯამებენ თავიანთ პოზიციებს, ამოწურავენ ან იპოვიან ახალ გზებს იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. აქედან გამოსვლა გვინდა ჩვენ, უნდათ ევროკავშირში ჩვენს მეგობრებსაც და დარწმუნებული ვარ, არც "ქართულ ოცნებას" არ აწყობს დიდად სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მათ შიგნით დაპირისპირებაში. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი, რომელიც დროული იყო, ძალიან პროდუქტიული იქნება და შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ" , - განაცხადა საბომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს