დავით უსუფაშვილი - გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ - მათ მივმართავ, არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე

არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველგვარ პროვოკაციაზეა წამსვლელი.

„გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ. მათ მივმართავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე. სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია და ჩვენი დგომით, ჩვენი სიმტკიცით, სიმართლით, პრინციპულობით მოვიგოთ ეს ბრძოლა. სამწუხაროდ, კვლავაც მოგვევლინა ხელისუფლება, რომელიც წამსვლელია პროვოკაციაზე იმიტომ, რომ მას სიმართლის დამალვა უნდა, თავისუფალი სამყარო რასაც გვეუბნება იმის წაშლა უნდა, სამშობლოს სამსახურში მყოფი ადამიანების სახელმწიფოს მტრებად გამოცხადება უნდა. ამიტომ, ფრთხილად, მტკიცედ, კანონის ფარგლებში და ყოველგვარ პროვოკაციას გავუმკლავდებით, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება