გიორგი ბოტკოველი - მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ის ვერ იქნება ხალხის რჩეული - გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი

მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ის ვერ იქნება ხალხის რჩეული , - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოება მიიღებს "ხელისუფლების დასრულების გადაწყვეტილებას, რომელმაც მათ საკუთარი უფლებები წაართვა".

"ერთი რამეა მთავარი, მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ის ვერ იქნება ხალხის რჩეული. გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი. ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ამ კანონს ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] იმის გამო იღებს, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს. იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. სწორედ, ხელისუფლების დაკარგვა იქნება ამ კანონის მიღება, დარწმუნებული ვარ.

დღეს, ჩემ გვერდით უნდა იდგეს ჩემი მეგობარი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გუშინ ივანიშვილმა და მისმა ამ კრიმინალურმა ბანდამ ვითომ, სამაგალითოდ დასაჯა. იფიქრა, რომ დღეს აქ ხალხი აღარ იდგებოდა. ყოველი მათი შეტევა და საქციელი, იმით დასრულდება, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე. არა მხოლოდ გააპროტესტებს, არამედ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელმაც ხალხს წაართვა საკუთარი უფლებები",- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს