ზურაბ ჯაფარიძე - პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას - რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა მათზეა და არა ჩვენზე

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარს ეჯაჯგურებიან და პროტესტის ნიშნად ხელებს კვლავ აბრახუნებენ.

მათთან მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კართან იმყოფებიან, სთხოვა კარები არ დააზიანონ.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

ამასთან, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.

„[პოლიციელებმა] სპეციალურად დატოვეს, რა თქმა უნდა, [ტერიტორია]. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას - არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა იმათზეა [შსს-ზე] და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ, არცერთ შემთხვევაში“ .

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოში იმყოფება და აქციის მონაწილეებს, რომლებიც გვერდითა შესასვლელთან იმყოფებიან, ვიდეოკადრებს უღებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე