რომან გოცირიძე - ჯერ ყველაფერი წინაა - მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა - თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი

ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა - თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საყოველთაო გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა.

„ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა. თუ ერთად ვიქნებით, არ გავატანინებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა”, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება