აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს - დაშავებულებს შორის არის  "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს. დაშავებულენს შორის არის “პალიტრანიუსის“ სპორტული ჟურნალისტი, ცოტნე შაორშაძე. ჟურნალისტმა მუცლის არეში მიიღო დაზიანება. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. როგორც ცოტნე შაორშაძე აცხადებს, რეზინის ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც "პალიტრანუსის" ჟურნალისტს მარიამ ჩიქოვანს პირველად დახმარებას უწევდა, რომელიც ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

ამასთან, “გირჩი - მეტი თავისუფლების” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდანაც ჩანს, რომ დაშავდა პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე. მათი ინფორმაციით, კობერიძეს რეზინის ტყვია მუცლისა და ხელის არეში მოხვდა.

დაშავებულებს ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!