პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე - რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე