თეონა აქუბარდია - გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ნახავენ, რომ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს

ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“.

„მერამდენე დღეა ვხედავთ, რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან სპეცრაზმის გამოყენებით გადის. დღეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კრიტიკული კითხვები უნდა დაგვესვა, დარწმუნებული ვარ, ის პასუხს ვეღარ გასცემდა იმას, თუ რატომ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსული ორბიტისკენ და რატომ ამბობს ის უარს ნატო-სა და ევროკავშირზე, ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ხალხის წინაშე, იმ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც ისინი აქ კანონით აწყობენ და აუცილებლად, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“, - განაცხადა აქუბარდიამ

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს