ანჯეი დუდა - ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის ევროინტეგრაცია იქნება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის ევროინტეგრაცია იქნება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა.

„ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს, ჩვენი პრეზიდენტობის დროს იქნება, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები რაც შეიძლება სწრაფად გახდნენ“, - აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის ვალდებულებაზეც ისაუბრა.

„გვსურს დავეხმაროთ, გვჯერა, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება უნდა მონაწილეობდეს უკრაინის აღდგენის პროცესში, რათა ის კვლავ იქცეს სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, ეფექტურ სახელმწიფო, რომელიც თავისი მოქალაქეებისთვის მდიდრულ ცხოვრებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დუდამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება