ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღო: მრავალშვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა;მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები); ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;

„ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს