ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი.

„დისკუსიის მიზანი იყო შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა; ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისა და რეგიონული ინტეგრაციისათვის, ისტორიული სავაჭრო მარშრუტების გაცოცხლებით, შუა დერეფნის პოტენციალის განხილვა და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის სტრატეგიული ალტერნატივების შეთავაზება.

თავის გამოსვლაში, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის ნაწილის პოტენციალს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის 64% ანუ 276 კმ უკვე გახსნილია ავტოტრანსპორტისთვის და სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 66,1 კმ-ზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დერეფნის შესაძლებლობებს.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელ რიკოთის ახალი გზის პროექტზეც, რომლის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს - გახსნილია 36 კმ მაგისტრალური გზა, 97 ხიდიდან აშენებულია 89 ხიდი და 51 გვირაბიდან გაჭრილია 50 გვირაბი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გასულ კვირაში, სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებული შედეგი აღინიშნა. გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ მაგისტრალური გზა და დასრულდა სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის ბურღვა TBM-ით (გვირაბგამყვანი დანადგარით), რაც აზიის განვითარების ბანკის საქმიანობის ისტორიაშიც უნიკალური შედეგი იყო.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველად მასპინძლობს. 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით, წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-ამდე ღონისძიება, სადაც მაღალი დონის სესიების პანელებზე გაიმართება დისკუსიები გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება