კახა კალაძე ჟურნალისტს - უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! - თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ!

უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.

აქციაზე სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, რასაც მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკა: „არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით?“

„ცოტა ზრდილობა იქონიეთ! თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ? [„ფორმულას“ ჟურნალისტი] მერე ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში! თავხედო ნაძირალა! ბატონო კახა კი არა, მოიკითხე-მეთქი ოჯახში! ნორმალურად კი არა, ზრდილობიანად! უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ! უზრდელო შენ! შენ ხარ თავხედი, უზრდელი! უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო!,“ - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია