კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს

„თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ პრობლემა არის ხელისუფლებაში, რადგან „არც ევროკავშირში და არც ევროპარლამენტში მოკავშირე არ დარჩათ“.

„ყველაზე მთავარი არის ერთი რამ - თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს - შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის საჭიროება, რადგან იმ ქვეყნებზე გაცილებით წინ ვართ ყველა ასპექტში, ყველა კრიტერიუმით, ვისაც სტატუსი მისცეს. „დაჩმორებასა“ და შეურაცხყოფაზე რომ ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მაგალითია - შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც იკადრეს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ესეც მარტივია: პოლიტიკური მიზნით უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, რომ არეულობა მოეწყოთ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგები ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა ამჟამინდელი ბიუროკრატები.

„ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები, რითაც ვცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ასე მინდა იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა და მივდივართ ზუსტად იმისკენ, რომ ეს ევროპული ღირებულებები გავაძლიეროთ და ძლიერი სახელმწიფოთი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში