არჩილ თალაკვაძე - უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ

მივმართავ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში დარჩნენ. კანონით დადგენილი წესები “მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ” დაიცვან. სამართალდამცავებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს, როგორც მოქალაქეები, ისე ინსტიტუტები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია ძალადობაში გადაიზარდა, "მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო".

"ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყოს. რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, რომ დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში. დაიცვან კანონით დადგენილი წესები “მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ”. სამართალდამცავებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს როგორც მოქალაქეები, ისე ინსტიტუტები. დიდი სამუშაო ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა გასწია, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს საზოგადოებამ ნახა პირდაპირ ეთერში, იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე. ასევე, ფიზიკური ძალადობის მაგალითები იყო. დაშავებულები არიან, მათ შორის, პოლიციელები. გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ, ამაზე ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იდგება, რათა თითოეული მოქალაქე დაიცვას. ასევე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

ამ დღეებში ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ ცდილობდა პოლიტიკური უმცირესობა, რომ თავისი სცენარი თავს მოეხვია, მთელი ქვეყნის სახელით ელაპარაკა. როგორ ცდილობდნენ, რომ მონოპოლია ჰქონოდათ: აზრზე, ჭეშმარიტებაზე და შემდეგ, როგორ ჩამოვიდა თბილისში ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელშიც მათი ოჯახებიც უცხადებენ მხარდაჭერას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გამოძახილი. ბევრ მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რატომ არის ამხელა წინააღმდეგობა ერთ კანონთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც 6 თვეში არის საპარლამენტო არჩევნები და როგორც ეს ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები ამტკიცებენ, მათ გარანტირებული აქვთ გამარჯვება არჩევნებში. თუ ეს ასეა და იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, თუნდაც ამ კანონის შეცვლა ან გაუქმება, მაშინ ჩვენს საზოგადოებას აქვს კითხვა, რატომ ცდილობენ, ასე მთელი ძალით ქუჩაში გადატანას პროცესების? რატომ უპირისპირდებიან ასე გამჭვირვალობის პრინციპს, ანგარიშვალდებულებას და კანონს, მაშინ როდესაც, როგორც თვითონ ამბობენ, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ. შეუძლიათ თავისი საარჩევნო კამპანია ამას დააფუძნონ, დაჰპირდნენ ხალხს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ კანონს შეცვლიან ან გაუქმებენ. მერე ვნახოთ, საზოგადოებას ვისი სჯერა და ვის უჭერებენ მხარს ჩვენი მოქალაქეები. ამას არ აკეთებენ ერთადერთი მიზეზით, მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე შედეგია მიღების საშუალება.

თუ რამე აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, აზიანებს, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების უკიდურესი პოლიტიზების მცდელობა და მათი ჩართვა პირდაპირ დესტაბილიზაციის პროცესში”, - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, თალაკვაძე პარლამენტში წითელი დონის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოზე შეტევა იყო, სწორედ, ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადებული.

“ამ ქვეყანაში წითელი ზონა ათწლეულების წინ დავამთავრეთ და ის აღარ დაბრუნება. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და ვნახავთ, იქ ვის ვისი ეშინია.

არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შემოიტანოს და ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების უსაფრთხოებას დაემუქროს, რისი აშკარა ნიშნებიც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოზე შეტევის სახით. დღეს, სწორედ, ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდებული. სხვათა შორის, ეს პირველად ხდება უახლეს ისტორიაში, როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ. ზუსტად ეს არის სახიფათო გზაც, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით არის მცდელობა ძალადობით და ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს