არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ქვეყნის ოპოზიციაში ხართ და ამაზე ხალხი პასუხს გაგცემთ საპარლამენტო არჩევნებში - ამბობდნენ, ხელისუფლებას არ დაუმსახურებია, ხალხს მისცეს კანდიდატის სტატუსიო და თუ ხალხს მისცეს, როგორ ითხოვთ, ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი?

ჩვენ ვთქვით გუშინაც და წინა დღეებშიც, რომ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია, არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს ვთქვით სწორედ იმიტომ, რომ რეგიონშიც, ევროპის კონტინენტზეც არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების, არის პოლიტიკური პრობლემები, საარჩევნო წელია ყველგან, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს - ეს არის მშვიდობა, ეს არის ეკონომიკური ზრდა და ეს არის წარმატებები, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოართმევს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო - ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ სვავს კითხვას, ახლა როგორ ითხოვენ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.

„მე მინდა გამოვეხმაურო სასაცილო და უთავმოყვარეო განცხადებებს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ამ დღეებში, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო - ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი? რა შეფასებას აკეთებთ ამაზე? ანუ როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მაშინ თურმე მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების და ახლა, როცა გინდათ ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, ახლა თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას? ეს არის თქვენი ლოგიკა და ეს არის თქვენი პატრიოტიზმი? თქვენ პირდაპირ ხართ თქვენი ქვეყნის ოპოზიციაში და ამაზე გაგცემთ ხალხი პასუხს საპარლამენტო არჩევნებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია